თბილისის მიკროავტობუსები პირველი მარტიდან მხოლოდ ავტობუსის მოსაცდელებთან გაჩერდებიან

თბილისის 14 ქუჩაზემი კროავტობუსები პირველი მარტიდან, მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან.
​როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აქამდე მოქმედი გაჩერების წესი ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
თბილისის მერმა მთავრობის წევრებს სთხოვა, მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რომელ ქუჩებს, სად უნდა გააჩერონ მიკროავტობუსები.
“პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მას ანალოგიურად, მთელი თბილისის მასშტაბით განვახორციელებთ“, – აცხადებს კახა კალაძე.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი გარკვეულწილად, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ქაოტური გადაადგილების მოგვარების შესაძლებლობას იძლევა.

Comments

comments