კაბელების მწარმოებელი თურქული Koc Kablo საქართველოში საწარმოს გახსნის

კაბელების მწარმოებელი თურქული Koc Kablo საქართველოში საწარმოს გახსნის.

საწარმო თბილისში, საქნავთობის დასახლებაში, სამეწარმეო ზონაში გაიხსენება.

პროექტის მხარდასაჭერად კომპანია „ქოჩკაბლოს“ 9502 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა. ახალ საწარმოში 50 სამუშაო ადგილი შეიქმნება და წლის განმავლობაში 6 000 000 გრძივი მეტრი მავთულის წარმოება მოხდება.

აღსანიშნავია, რომ თურქულ კომპანია Koc Kablo ბაზარზე 1972 წლიდან არის. ქართული კომპანიის დამფუძნებლები კი, ისმაილ ქოჩ (80%) და ირაკლი ბრეგვაძე არიან (20%).

Comments

comments