არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან

“მე მართლა 2013 წელს დავამთავრე დაპირისპირება ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, რადგან გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი ემსახურება ქართველ ხალხს. ბუნებრივია, [შეწყალებისას] არასდროს არ ვითვალისწინებ პოლოტიკურ შემადგენელს…

არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან. მე თქვენთან ვერ გავივლი დეტალებს, რატომ “კი” და რატომ – “არა”. მაგრამ რომ მიმაჩნდეს, რომ შესაწყალებელია, მე პოლიტიკური შემადგენლით ამ საკითხს არ მივუდგებოდი. ისევე, როგორც არ მივუდექი კაკო ბობოხიძის ძმას პოლიტიკური შემადგენლით. საერთოდ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი რომ ციხეში ზის, რომელ პარტიაში ირიცხება? ”

Comments

comments