საქართველოში კიდევ ერთ ახალ ფილმს გადაიღებენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთი ახალის ფილმის გადაღებები განხორციელდება. „როგორ გავყიდოთ ომი“ ( How to sell a War” )- ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ფილმს, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია – „20 Steps Productions“ მუშაობს.

ფილმის რეჟისორია გერმანელი, წამყვანი საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების პროდიუსერი რუდოლფ ჰერცოგი, რომლისთვისაც ამ ფილმზე მუშაობა მხატვრული ჟანრში

დებიუტი იქნება. მას ნამუშევარი აქვს ისეთ ცნობილ დოკუმენტურ ფილმზე როგორიცაა „Hitler’s Third Reich“ და დაწერილი აქვს იგივე შინაარსის წიგნი სახელწოდებით “Dead Funny”, რომელიც ჟურნალმა “The Atlantic” წლის საუკეთესო წიგნად დაასახელა. ამასთანავე, ქართველ და უცხოელ მსახიობებთან ერთად ფილმის ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი ბრიტანელი მსახიობი კატერინა პარკინსონი (Katherine Parkinson) შეასრულებს.

ფილმის სიუჟეტი იწყება ლონდონში, სადაც რამდენიმე დღეში მშვიდობის გლობალური საქველმოქმედო კონცერტი უნდა გაიმართოს რუსეთ – საქართველოს ომის წინააღმდეგ. ესაა მშვიდობის დასახმარებელი ღონისძიება, რომელიც მოიცავს უამრავ ქალაქს. ეს არის ყველა დროის ყველაზე დიდი წარმოდგენა, გაშუქებული გლობალური მაუწყებლობით. ამ ყველაფრის საჯაროდ ორგანიზება აბარია პიარ მენეჯერს ქეითს, რომელიც მუშაობს განდიდების მანიით შეპყრობილ ცნობილ შოუმენზე, ჰარი ჰოუპზე. როდესაც რუსეთის სამხედრო ლიდერი „ბორის ყასაბი“ აცხადებს, რომ შუაღამისას შეწყდება ცეცხლი, ქეითი ხვდება, რომ ეს ნეგატიურად იმოქმედებს მათზე და გრანდიოზული კონცერტი „ომი ომის წინააღმდეგ“ ომის გარეშე ჩაიშლება. ქეითი და მისი ჯგუფი ჯდება უახლოეს რეისზე საქართველოს მიმართულებით, რათა ხელი შეუშალონ ომის შეწყვეტას.

აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებები, რომელიც 16 მარტს დაიწყება, აპრილის ბოლომდე გაგრძელდება და 1200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ხოლო ფილმის ლოკაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო ლოკაციები, კერძოდ: თბილისის, კასპისა და კოჯრის მიმდებარე ტერიტორიები შეირჩა.

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უფრო და უფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს.

Comments

comments