თბილისში წელს 100 ახალი ავტობუსი შემოვა

დედაქალაქში წელს სულ მცირე 100 ახალი ავტობუსი შემოვა. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო, რომ 4 წლის განმავლობაში 700 ახალი ავტობუსის შემოვიყვანდით და არსებული ავტოპარკი მთლიანად ჩანაცვლდებოდა. შესაბამისად, ბიუჯეტში გამოვნახეთ შესაძლებლობა და წელსვე სულ მცირე 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი შემოვა დედაქალაქში,“-აღნიშნა კალაძემ.

Comments

comments