euronews-ის მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სხვა სათმო-სათხილამურო კურორტებზე არსებულ ამინდის პროგნოზს გაეცნოს, რომელშიც გუდაურის ამინდის შესახებაც არის ინფორმაცია.
მთის კურორტების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი ამბობს, რომ პრემიერის ინიციატივით კომპანია euronews-ს დაუკავშირდა და კურორტ გუდაურის შესახებ ზამთრის კურორტების ამინდის პროგნოზის სპეციალურ ვიდეორგოლში ინფორმაციის განთავსება შესთავაზა.
საბოლოოდ, ტელევიზიამ გუდაურის ამინდის შესახებ ინფორმაცია ამინდის პროგნოზის გრაფიკულ ვიდეოში უფასოდ განათავსა.