ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ლაშა ტალახაძემ გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ძალოსანი მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს.

2017 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოკითხვა 2018 წლის იანვარში ჩაატარა.

Comments

comments