იანვარში საქართველოს 444 000 ვიზიტორი სტუმრობდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, იანვარში საქართველოს 444 000-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა. წლიურ ჭრილში ზრდა 15%-ია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უფრო მეტად, 23% -ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობაც და 189,476 შეადგინა, რაც 35,393-ით მეტია 2017 წლის იანვრის მაჩვენებელზე.

იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+0.8%), თურქეთი(+20.1%), სომხეთი (+20.9%),რუსეთი (+14.6%) და ირანიდან (+92.4%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვრის თვეში გამოირჩეოდნენ: ჩეხეთი +59%, ლატვია +46%, გაერთიანებული სამეფო +31%, ნიდერლანდები +28% ლიტვა +16%და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ქუვეითი + 131%, საუდის არაბეთი + 127%, ირანი +92%, ისრაელი +77%, ინდოეთი +48%, თურქეთი +20% და სხვა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი წელს 2 ნიშნულის გადალახვას პროგნოზირებს. მისი მოლოდინით, საქართველო, წელს, 8 მილიონზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლებს, ტურიზმიდან შემოსავალი კი, 3 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბებს.

Comments

comments