ქართველები რეიტინგის სათავეში – ქებაძე და ოძელაშვილი წონის ლიდერები არიან

სამბოს საერთაშორისო ფედერაციამ 2017 წლის შედეგების გათვალისწინებით გოგონათა შორის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

ქართველი სამბისტები ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე რეიტინგის სათავეში არიან მოქცეული.

72 კგ წონით კატეგორიაში პირველ პოზიციაზე 3250 ქულით ევროპის 2-გზის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის 2-გზის მფლობელი 27 წლის ნინო ოძელაშვილი იმყოფება.

ამავე წონაში მე-2 პოზიციაზე მყოფ ბელარუს ოლია ნამაზავას 2460 ქულა გააჩნია.

მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი მძიმე წონაში მსოფლიოს თასის მფლობელი, მსოფლიოსა და ევროპის ვიცეჩემპიონი ელენე ქებაძე გახლავთ.

ქებაძეს 2630 ქულა გააჩნია და მეორე ადგილზე მყოფ სომეხ ანჟელა გასპარიანს 880 ქულით უსწრებს.

Comments

comments