საქართველოს ლიტვის პრემიერ-მინისტრი ეწვია

დღეს, 29 იანვარს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვია. მას საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ფიციალური ცერემონია გაიმართა. ორი ქვეყნის პრემიერს შორის დაგეგმილია გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაც.

კოლეგის გარდა, ლიტვის პრემიერი შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან გეგმავს. 30 იანვარს კი, ლიტვის პრემიერი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრება, შემდეგ კი ფრეზეთში, იძულებით გადაადგილებულთა დასახლებას მოინახულებს.ვიზიტის ფარგლებში საულიუს სკვერნელისი გმირთა მემორიალსაც მოინახულებს.

სკვერნელისის ვიზიტის პროგრამა კულტურულ ნაწილსაც მოიცავს: ლიტვის პრემიერი საქართველოში სტუმრობისას ძველ თბილისსა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

ვიზიტი 30 იანვარს სრულდება.

Comments

comments