“თბილისში ტაქსების ლიცენზია სავალდებულო იქნება”

თბილისში ტაქსების ლიცენზია სავალდებულო იქნება – შესაბამის ცვლილებებს თბილისის მერია ამზადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
– კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ეტაპობრივად გარკვეული სტანდარტების დაწესება. თბილისის მოსახლეობა და სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს, ამიტომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა, ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია,- აცხადებს კალაძე.

Comments

comments