ვიდეო► როგორი იქნება განახლებული ქობულეთის ბულვარი

ქობულეთის ბულვარის კეთილმოწყობის პროექტი მალე დაიწყება. ინფრასტრუქტურული ღონისძიება სანაპირო ზოლის სავალი ნაწილის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბულვარი, სადაც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი, მოეწყობა ველო-ბილიკები, გაშენდება მწვანე ზოლი, დამონტაჟდება ახალი განათების სისტემები და ტრენაჟორები, ასევე აშენდება მრავალფუნქციური სპორტული მოედანი.
პროექტი შშმ პირებისათვის ადაპტირებულია.

Comments

comments