ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ხმას “ქართულ ოცნებას” გამოკითხულთა 27% მისცემდა

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – ეს კითხვა დასვა NDI-მ გამოკითხვის ფარლებში, რომელზეც რესპონდენტთა 27% პასუხობს, რომ ის ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა.

რაც შეეხება გამოკითხულთა 24%-ს, ისინი ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდნენ.

“ნაციონალური მოძრაობას” ხმას მისცემდა – 10%, “ევროპული საქართველოს” კი – 3%, სხვა პარტიას, ანუ პარტიას, რომელ,აც გამოკითხვის დროს 3%ზე ნაკლები ხმა მიიღო – 7%.

კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 14%-ს, უარი პასუხზე 13%-მა განაცხადა.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი – 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

Comments

comments