თბილისის მერიაში ხანძარი გაჩნდა

თბილისის მერიაში ხანძარი გაჩნდა. შედეგად დაახლოებით 4 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი მეცამეტე სართულზე განთავსებულ ინვენტარს გაუჩნდა. ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამომწვევ მიზეზებს გამოძიება სწავლობს.

Comments

comments