დღის მეორე ნახევრიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგეტოს ინფორმაციით, 18 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 20 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4–6 ბალიანი შტორმი.

ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

Comments

comments