CNN-“თბილისი,სადაც ახალ მერად კახა კალაძე აირჩიეს,მოდისა და ხელოვნების ჰაბი გახდა”

დიზაინზე ორიენტირებული 7 ქალაქი, რომელიც 2018 წელს უნდა ნახო – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN საკუთარ ვებგვერდზე. აუცილებლად სანახავი დედაქალაქების ჩამონათვალში კანადის, საფრნგეთის, იაპონიის, ომანის, შოტლანდიისა და მექსიკის დედაქალაქებთან ერთად თბილისიც მოხვდა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისი, სადაც ახალ მერად ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე აირჩიეს, მოდისა და ხელოვნების ჰაბი გახდა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს დედაქალაქი გამოირჩევა ელექტრონული მუსიკით, ღვინით და მერსედეს ბენცის მოდის კვირეულით.

Comments

comments