,,რუსთავი 2″-ი კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დატოვა-სად გააგრძელებს საქმიანობას გოგიჩაიშვილი

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანსა და ჟურნალისტს, აკაკი გოგიჩაიშვილს ტელეკომპანია იბერიასთან მოლაპარაკებები აქვს. ჟურნალისტი ახალ არხზე ბიზნესის სიახლეების შესახებ ყოველდღიური გადაცემის დაწყებას გეგმავს.

“მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, იბერიაში გადასვლის შემთხვევაში, გადაცემას ძველ გუნდთან ერთად აღარ მოამზადებს, რადგან ისინი რუსთავი 2-დან გათავისუფლების შემდეგ სხვაგან დასაქმდნენ.

იბერიას დირექტორი, მარიამ ჯაფარიძე საკითხზე არ საუბრობს.

2017 წლის ნოემბერში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში აკაკი გოგიჩაიშვილის გადაცემა – კვირის გამოძიება დაიხურა. გადაცემა ეთერში 10 სექტემბრიდან გადიოდა. მანამდე გოგიჩაიშვილს ბიზნესკურიერი მიჰყავდა, რომელიც სწორედ საგამოძიებო გადაცემის მომზადების მიზეზით დაიხურა.

Comments

comments