თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციისთვის 62 მლნ ლარი დაიხარჯება

მიმდინარე წელს თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციისთვის 62 მლნ ლარი დაიხარჯება. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გუდიაშვილის მოედანს, 9 მარტის ბაღს და მშრალ ხიდს.

„2018 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი დედაქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება. გასული წელს ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი დავიწყეთ. წელსაც გამოყოფილი იქნება 62 მლნ ლარი, რომ ისტორიული უბნების რეაბილიტაცია განხორციელდეს.

ძველი თბილისის იერსახე არის სიმდიდრე და მას მოვლა-პოატრონობა სჭირდება“, – ამბობს კახა კალაძე.

Comments

comments