Bloomberg-მა 2018 წელს მოგზაურობისთვის 23 საუკეთესო ქვეყანას შორის საქართველოც დაასახელა

Bloomberg-მა 2018 წელს მოგზაურობისთვის საუკეთესო ქვეყნები დაასახელა. სია 23 სახელმწიფოსგან შედგება და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა.

საქართველოს აღწერის დროს ვკითხულობთ: “თბილისი 29-ჯერ დაინგრა და თავიდან აღადგინეს. გასაკვირი არ არის, რომ მისი მტკიცე სულისა და შემოქმედებითი ენერგიის გამო, თბილისს სულ უფრო ხშირად ადარებენ ბერლინს. სპარსეთის იმპერიამ და საბჭოთა კავშირმა ქვეყნის კულტურაზე დიდი გავლენა იქონია, პირველ რიგში კი მის ვეგეტარიანულ სამზარეულოზე, როგორიცაა მაგალითად ხაჭაპური”.

Bloomberg-ი წერს, რომ საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა. „ღვინის კულტურის 8000-წლიანი ისტორია მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ სიურპრიზს შორის, რომელიც ისეთ ტურ ოპერატორებს იზიდავს, როგორებიცაა Wild Frontiers-ი და Butterfield & Robinsoni-ი“. ამასთან, სტატიაში აღნიშნულია საქართველოში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდი.

საქართველოსთან ერთად 2018 წელს მოგზაურობისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის მოხვდნენ ბრაზილია, იორდანია, შოტლანდია, კამბოჯა, ნამიბია, სინგაპური, სლოვენია და სხვა ქვეყნები.

Comments

comments