2018 წელს საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს

ეკონომიკის მინისტრის 28 დეკემბრის ბრძანებით, 2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი დამტკიცდა, რომლის მიხედვით, საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს.

საქართველო 2.680 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღებას სრულად აზერბაიჯანისგან გეგმავს. კერძოდ, 1.866 მილიარდ კუბურ მეტრს „სოკარისგან“, 813,9 მილიონ კუბურ მეტრს შაჰ-დენიზისგან მიიღებს, ხოლო 9,4 მილიონი კუბური მეტრი ადგილობრივი მოპოვებაა.

„გაზპრომთან“ ხელშეკრულებით, საქართველო რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას იღებს. მოლაპარაკების დეტალები და კონკრეტული თანხა ცნობილი არ არის.

Comments

comments