​ნათია თოდუა გერმანიის სახელით ევროვიზიის ერთ-ერთ კანდიდატად დასახელდა

გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა ევროვიზიის კონკურსზე გერმანიამ ერთ-ერთ კანდიდატად დაასახელა. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ ევროვიზიის გერმანულმა „ფეისბუქის“ გვერდმა გამოაქვეყნა.
ნათიასთან ერთად, ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე მოსახვედრად კიდევ ხუთი მომღერალი იბრძოლებს.

კონკურსის გამარჯვებული 22 თებერვალს ბერლინში, ლაივკონცერტზე გამოვლინდება.

Comments

comments