ისტორიული შედეგი:ქართველი სპორტმენებისთვის 2017 წელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო აღმოჩნდა

2017 წელი სპორტული მოვლენებით დახუნძლული გამოდგა.
ქართველმა სპორტსმენებმა უამრავი მედალი მოიპოვეს და ეს წელი ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
აღსანიშნავია, რომ ქართული სპორტის ისტორიაში პირველად 2017 წელს ქართველებს 5 მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს.
ძალოსნობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.
ქართველმა გოლიათმა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აშშ-ს ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მეორედ მოიპოვა და ორი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ტალახაძემ ატაცში 220 კგ ასწია და საკუთარი მსოფლიო რეკორდი სამი კილოგრამით გააუმჯობესა.
აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 257 კგ დასძლია და ჯამში 477 კგ დააგროვა, რაც ახალი მსოფლიოს რეკორდია.
ლაშა ტალახაძე საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.
მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი ქართული ძალოანობის ისტორიაში პირველად ქართველმა გოგონამ ანასტასია ჰოტფრიდმა მოიპოვა.
ჰოტფრიდმა 90 კგ წონით კატეგორიაში 120.კგ ასწია. აკვრაში კი ანასტასიამ სამიდან სამივე ცდა გამოიყენა.
პირველ ცდაზე მან 135 კილოგრამით ორჭიდში ლიდერობა გაიმყარა. მეორეზე 140 კგ შეუკვეთა და ისევ წარმატებით დაძლია. მესამე ცდაზე ჰოტფრიდი 145 კგ-თან მივიდა და ისევ დააფიქსირა, რითაც ორჭიდში 265 კგ დააფიქსირა და მთავრი ოქროს მედალიც დაისაკუთრა.
აკვრაში 21 წლის ძალოსანი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
2017 წელს ქართველმა მოჭიდავეებმაც წარმატებით იასპარეზეს.
განსაკუთრებით თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოირჩნენ.
გენო პეტრიაშვილმა და ზურაბ იაკობიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს.
პარიზში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე 125 კგ წონითი კატეგორიის ფინალში გორელმა ფალავანმა ოლიმპიური ჩემპიონი თურქი ტაჰა აკგული 10:8 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი, წელს 23 წლამდელთა შორისაც მოიგო.
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი 65 კგ წონით კატეგორიაში ყვარლელმა ზურაბ იაკობაშვილმაც მოიპოვა.
იაკობიშვილმა სულ ოთხი შეხვედრა ჩაატარა.
ქართველი მოჭიდავე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე წრიდან ჩაერთო და ინდოელ ბაირანგ ბაირანგს 5-5 სძლია. თურქ მუსტაფა კაიასთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა.
1/2 ფინალში კი იაკობიშვილის რუს ალან გოგაევთან დაპირისპირება ფრედ 3:3 დასრულდა და ფინალში ქართველი მოჭიდავე გავიდა.
საჩემპიონო შეხვედრაში კი ზურაბ იაკობიშვილმა პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევი 3:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი პირველად გახდა.
2017 წლის დასაწყისში ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ გაგვახარა.
NBA-ს კლუბ “გოლდენ სტეიტის” ცენტრმა საჩემპიონო ბეჭედი მოიგო.
ზაზა ფაჩულია ერთადერთი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ს ჩემპიონის ტიტული მოიგო.
2017 წელი ქართველი მოჭადრაკის ნანა ძაგნიძის ტრიუმფით დაგვირგვინდა.
ქართველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში, ქართველმა მოჭადრაკემ პირველობა არავის დაუთმო.
ქართველმა დიდოსტატმა 16,5 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ რუსეთის წარმომდგენელ ვალენტინა გუნინას ნახევარი ქულით გაუსწრო.
ქართველმა სპორტსმენებმა სხვადასხვა სპორტის სახეობებში ევროპის კონტინენტის ჩემპიონის ტიტულიც არაერთხელ მოიპოვეს.

Comments

comments