ქუთაისის აეროპორტიდან ავიარეისი თვითმფრინავზე მეხის დაცემის გამო გადაიდო

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისიდან საბერძნეთის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავს მეხი დაეცა, რის გამოც რეისი სოფიაში დაჯდა. შესაბამისად, ფრენა გადაიდო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტშიც, საიდანაც მგზავრები სალონიკის მიმართულებით უნდა გაფრენილიყვნენ.

„დღეს 30 დეკემბერს, ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი W66401 ქუთაისი – კავალა, კავალას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოვებისას, საჰაერო ხომალდზე მეხის დაცემის გამო, გადამისამართდა სოფიას საერთაშორისო აეროპორტში. ამ ეტაპზე ბორტს უტარდება ინსპექცირება, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვევა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია. ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ბორტი შეასრულებს ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაგვიანებით შესრულდება დღეს 30 დეკემბერს დაგეგმილი რეისები“, – ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments

comments