ვიდეო► კალაძემ მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებთან ერთად იცეკვა



თბილისის მერი კახა კალაძე, მოხუცთა თავშესაფარში იმყოფებოდა. დედაქალაქის მერმა თემქის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და დღესასწაული მათთან ერთად აღნიშნა.
თბილისის მერის ვიზიტის ამსახველი ვიდეო მასალა კახა კალაძის “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.
თბილისის მერი მოხუცებთან ერთად საშობაო სიმღერაზე ცეკვავს.
“ახალი წელი ყველა ასაკში ერთნაირად უხარიათ” – წერს კალაძე.

Comments

comments