ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით 24 დეკემბერს სპეციალური ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე კონსორციუმი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები პორტის ტერიტორიაზე სახმელეთო სამუშაოებს ახორციელებენ.

„პირველ ეტაპზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები პორტის ტერიტორიაზე მიწის ზედაპირს დაამუშავებენ, სადრენაჟო არხს გამართავენ და სამშენებლო ტერიტორიიდან ნარჩენებს გაიტანენ“, – აღნიშნეს კონსორციუმში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შესაბამისი ნებართვები რამდენიმე კვირის წინ გასცეს.

პორტის მშენებლობა ცხრა ფაზად წარიმართება და ის წელიწადში 100 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს. პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და პორტი ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარ ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პროექტის მთლიანი ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Comments

comments