საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით შეთანხმება გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ მოაწერეს.
შეთანხმების ფარგლებში, ბანკი საქართველოსთვის 12 მილიონ ევროს გამოყოფს. პროექტის ფარგლებში, მეტროს ელექტროგაყვანილობისა და სავენტილაციო სისტემის შეცვლაა დაგეგმილი.