17 დეკემბერს, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გამართულ მსოფლიოს მასტერსზე დასკვნით დღეს ოქროს მედალი სამმა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა.
ერთ დღეს, 17 დეკმბერს, სანკტ-პეტერბურგში საქართველოს ჰიმნი სამჯერ აჟღერდა.
ოქროს მედლები მოიპოვეს ბექა ღვინიაშვილმა, (-90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (-100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100კგ). ამავდროულად, ვერცხლის მედალს დაეუფლა ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალს კი ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ).