საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი და თანამედროვე სტანდარტების მოფრენის ტერმინალი გაიხსნა.

საქართველოში ოპერირება დაიწყეს კომპანიებმა AIR ARAVIA JORDAN, GULF AIR, KUWAIT WATANIYA AIRWAYS, WINGS OF LEBANON, IRAN ASEMAN AIRLINES, JORDANIAN ROYAL WINGS, SMALL PLANET AIRLINES, NORDAVIA, SEVERSTAL, NORDSTAR და RED WINGS. გარდა ამისა, WIZZ-მა დაიწყო ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით რეისების შესრულება, მომავალ წლიდან დაემატება რეისები ბარსელონაში, ათენში, პარიზში, პრაღაში, რომსა და რიგაში,

მიმდინარე წელს ქართულმა ავიაკომპანია „GEORGIAN AIRWAYS”-მა დაიწყო პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება ლონდონისა და პრაღის მიმართულებით.

2017 წელს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში საქართველოში ახალი ადგილობრივი დანიშნულების ამბროლაურის აეროპორტი აშენდა.

მიმდინარე წელს საქართველოს საჰაერო სივცეში ფრენების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს განხორციელდა საქართველოს საჰაერო სივრცის დიზაინის რეკონფიგურაცია, დაინერგა თავისუფალი საჰარეო მარშრუტის პირველი ეტაპი, საჰაერო მოძრაობის ნაკადების და გამტარუნარიანობის ორგანიზების მეორე ეტაპი, შეიქმნა თბილისის კონტროლირებად რაიონში ვიზუალური ფრენის ახალი მარშრუტები და განხორციელდა თბილისის კოშკურის მეთვალყურეების სამუშაო ადგილის რეკონსტრუქცია.

Comments

comments