ვარდების მოედნის განვითარებაში $100 მილიონი ჩაიდება

ვარდების მოედნის განვითარებაში 100 მილიონი დოლარი ჩაიდება, – ამის შესახებ “სილქ როუდ ჯგუფის” უძრავი ქონების პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა გიორგი მარიმ განაცხადა.
მისი თქმით, 2007 წლიდან დღემდე “სილქ როუდ” ჯგუფს ადგილზე ჩადებული აქვს 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია.
მომავალი წლიდან მიმდებარე ტერიტორიაზე ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “ტელეგრაფის” მშენებლობა დაიწყება.
– მოედნის განვითარება დაიწყო 2007 წელს როდესაც დავიწყეთ სასტუმრო “ივერიას” რეკონსტრუქცია. შემდეგ ეტაპზე, მომავალი წლიდან იგეგმება ფოსტის ყოფილ შენობაში სასტუმრო “ტელეგრაფის” შენობის პროექტის დაწყება. იქაც უნდა განთავსდეს სასტუმრო. ეს შენობა დაკავშირებული იქნება „ივერიასთან“ ხიდებითა და გასართობი კომპლექსით. ამის შემდეგ იგეგმება მიწისქვეშა კომპლექსის განვითარება, სადაც გვინდა, რომ გავაკეთოთ პარკინგი მთლიანი მოედნისთვის. ასევე, კონგრეს ცენტრი და შეხვედრების ოთახი გვინდა მოეწყოს მიწისქვეშეთში,- განაცხადა გიორგი მარიმ.

Comments

comments