„National Geographic“-მა თბილისი ტურისტებისთვის საინტერესო ადგილების სამეულში შეიყვანა

2018 წელს მოგზაურობისთვის მსოფლიოში ყველაზე საინტერესო ადგილები დასახელდა. ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ადგილების შესახებ ინფორმაციას ჟურნალი „National Geographic” აქვეყნებს.

პირველ ადგილზეა ეთიოპიაში მდებარე ქალაქი ჰარარი. ამ ქალაქში ჩასულ ტურისტებს შეუძლიათ დაათვალიერონ უძველესი მეჩეთები, დააგემოვნონ საუკეთესო ლუდი და ყავა. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ქალაქს ღამით აფთრები სტუმრობენ, რომელთაც სპეციალურად კვებავენ.

მეორე ადგილზეა არგენტინის პროვინცია ჟუჟუი. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა – ულამაზესი ველი კებრადა-დე-უმაუაკა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. ამ ტერიტორიაზე ხალხი ჩვენს ერამდე 9000 წლის წინ დასახლდა.

მესამე ადგილზე ჟურნალი საქართველოს დედაქალაქ თბილისს ასახელებს და წერს, რომ ტურისტებმა ეს ქალაქი მისი განსხვავებული არქიტექტურის, სამზარეულოსა და მოსახლეობის სტუმართმოყვარეობის გამო უნდა მოინახულონ.

მეოთხე და მეხუთე ადგილებზე ავსტრალიის ქალაქი სიდნეი და მექსიკის შტატი ოახაკაა დასახელებული. ათეულში მოხვდნენ ვენა(ავსტრია), კუნძული ოაჰუ ჰავაიზე, მალმე (შვედეთი), იორდანია და დუბლინი(ირლანდია).

Comments

comments