“საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი მაშინვე გამათავისუფლებს”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკშვილმა, „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში საქართველოში მის შესაძლო ესტრადირებასა და პოროშენკო-პუტინის საკითხზე ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, თუკი მისი საქართველოში მისი ექსტრადირება მოხდებოდა, ხალხი უმალ გაათავისუფლებდა.

„ხელისუფლებას საქართველოსთან ჩუმად მოლაპარაკება და ჩემი ექსტრადირება უნდოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასაც ექნება პრობლემები, სადგან საქართველოში ხალხი მე მაშინვე გამათავისუფლებს და მაშინ ათჯერ უფრო დიდი პოლიტიკური რისკ-ფაქტორი გავხდები პოროშენკოსთვის. მე არ მაქვს იარაღი, არ მყავს „ბოევიკები“, არ ვაპირებ ვინმეზე თავდასხმას. ფაქტია, რომ ის ვერ გაუმკლავდა ერთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს იარაღი, თანამდებობა ან ფული. მინდა აღვნიშნო, რომ მე და ჩემს ოჯახს ფული საერთოდ აღარ გვაქვს. ამ სიტუაციას რომ ვერ გაუმკავდა, ეს დიდი პრობლემაა პოროშენკოსთვის” – განაცხადა სააკაშვილმა.

Comments

comments