52 მილიონი ლარი-თბილისი მერია ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას იწყებს

ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
“11 დეკემბერს, 13:30 საათზე, ორბელიანის მოედანზე თბილისის მერი კახა კალაძე პროექტის პრეზენტაციას გამართავს.
პროექტი მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
პროექტის საერთო ღირებულება 52 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტით დაფინანსდება. ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელებს”, – ნათქვამია გვრცელებულ ინფორმაციაში.

Comments

comments