მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ამის შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო წერს.

“ძებნის შესახებ დადგენილების მიხედვით, ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს სააკაშვილის ადგილმდებარეობა კიევში, ოტრადნოის ქუჩაზე და დააკავეს. დაკავებული მოთავსებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში. იგეგმება საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლოსთვის მიმართვა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად. დაპირებისამებრ, ძალოვანებმა ყველაფერი გააკეთეს, ძალისმიერი ქმედებებისა და სისხლის თავიდან ასაცილებლად”, – აცხადებს ლუცენკო.

უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს.

Comments

comments