31 დეკემბერს თბილისში მეტრო მთელი ღამე იმუშავებს

31 დეკემბერს მეტრო მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს – ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, ასევე დაინიშნება ავტობუსები.

„31 დეკემბერს მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მეტრო და ეს ასე გაგრძელდება. ის წელსაც მოემსახურება ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს და ამასთანავე, გამოიყოფა ავტობუსები. რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ კონკრეტულ ლოკაციებს, სადაც მოხდება მგზავრთა გადაყვანა იმ ადგილებში, სადაც საახალწლო კონცერტები გაიმართება“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე თბილისში 15 დეკემბერს აინთება. მერის თქმით, მთავარი საახალწლო კონცერტები გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში გაიმართება.

Comments

comments