ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინგზო მაგისტრალს 2018 წლიდან უზბეკეთი შეუერთდება

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინგზო მაგისტრალს 2018 წლის დასაწყისში უზბეკეთი შეუერთდება – ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის პრეზიდენტის, შოვკატ მირზიევის დადგენილებაში. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

შოვკატ მარზოევმა უზბეკეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობების და საგარეო სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციის პროგრამა უკვე დაამტკიცა. პროგრამა გათვლილია 2018-2022 წლებზე. პროგრამის ნაწილია პილოტური სატრანზიტო გადაზიდვების განხორციელება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე.

გრაფიკის მიხედვით, ტვირთების ტრანსპორტირება დაიწყება 2018 წლის პირველ კვარტალში. პროგრამა ასევე ითვალისწინებს უზბეკეთის მონაწილეობას აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ერთიანი სატრანზიტო დერეფნის ფორმირებაში.

Comments

comments