9 მლნ ლარი – თბილისში გამწვანების თანხები იზრდება

2018 წლის თბილისის ბიუჯეტში გამწვანების ღონისძიებებისთვის თანხები 3-ჯერ იზრდება. თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, 2017 წელს ამ მიმართულებით 2,9 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, მომდევნო წელს კი ეს თანხა 9 მილიონი ლარი იქნება. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, იზრდება ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხებიც. მისი ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტში ინფრატსრუქტურული ხარჯებისთვის 282 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, ახალი ცვლილებით კი თანხა 55 მილიონი ლარით იზრდება.

კალაძის განცხადებით, 46 მილიონი ლარი მოხმარდება ძველ თბილისში ორბელიანისა და გუდიაშვილია მოედნის რეავილიტაციას.

Comments

comments