მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შს სამინისტროს საიტზე ძებნილთა სიაშია

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შს სამინისტროს საიტზე ძებნილთა სიაში შეიყვანეს. ჩანაწერი
ძებნილთა ბაზაში დღეს განთავსდა. მიხეილ სააკაშვილი ძებნაში 5 დეკემბერს გამოაცხადეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძებნაში უკრაინის სისხლის
სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა გამოცხადებული. მიხეილ სააკაშვილი ეჭვმიტანილია
პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარ შეთანხმებაში, დანაშაულებრივი
ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევაში და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის
დაფარვაში.
მიხეილ სააკაშვილის ძებნას ახორციელებს ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების
სამსახური.

Comments

comments