უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის სახლის სახურავიდან სპეცრაზმმა ჩამოიყვანა. სწორედ ამიტომ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის დააკავეს. თუმცა, მეორე ვერსიით, ის უბრალოდ სახურავიდან ჩამოიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა.

ჯერჯერობით უცნობია, რა მიზნით იმყოფება სპეცრაზმი უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის სახლთან.

Comments

comments