საქართველოს წელს 7 მილიონამდე ვიზიტორი ეწვია

ტურისტების რაოდენობა საქართველოში მილიონ 81 ათას 31-ით კაცით გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს 6 მილიონ 954 ათას 932 საერთაშორისო მოგზაური უკვე ეწვია, რაც ფიქსირდება 18%-ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით.

2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან განხორციელდა. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემომავალ ტურისტებს, ზრდის ტენდენცია აქაც ნარჩუნდება. იანვარ-ნოემბერში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფოდან, ავსტრიიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან ჩამოსული უცხოელი მოგზაურები.

Comments

comments