თუ უკრაინიდან გამაგდებენ საქართველოში წავალ, რა პრობლემაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინული ტელემაუწყებლობა NewsOne-ის ეთერში ქვეყნის ხელისუფლების გეგმების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ქვეყნიდან გაგდებას მანამ აპირებს, სანამ კიევში მეორე მსვლელობა გაიმართება.

“თუ ისინი (უკრაინის ხელისუფლება) კიევში ჩანიშნულ მომდევნო მსვლელობამდე გამაგდებენ ქვეყნიდან, და ასეც აპირებენ, უნდათ დამიჭირონ და მითხრან, საქართველოში შენზე საქმეა აღძრული და პოლონეთსა და ჰოლანდიას გთავაზობთო, მე ვუპასუხებ, რომ საქართველოში წავალ, რა პრობლემაა”, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

Comments

comments