ადვოკატი – მიმალვაში კი არ იმყოფება, ვერ ხერხდება უბრალოდ მისი მოძიება

ადვოკატ სოფიო ჯაფარიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახის წევრები
გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს, ხოლო კითხვაზე, სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ
მყოფი, ადვოკატი აცხადებს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს.
“მე ვიცავ იმ ადამიანს, რომელიც მიმალვაში კი არ იმყოფება, ვერ ხერხდება უბრალოდ მისი
მოძიება. ვინაიდან ბრალდებული არის არასრულწოვანი და კანონმდებლობის თანახმად
პროცესი იყო დახურული, მე სხვა კომენტარს ამ საქმეზე ვერ გავაკეთებ. ვითხოვდი, რომ ჩემი
დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო”, – განაცხადა ადვოკატმა.

Comments

comments