51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი მოზარდი გარდაიცვალა

თბილისში, 51–ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი ერთ-ერთი მოსწავლე, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” ალადაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, მოზარდს კლინიკაში შემოსვლისას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა.
2 მოსწავლე ხურავას ქუჩაზე დანით დაჭრეს. შემთხვევა ხორავას ქუჩაზე მოხდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ერთმანეთს 51-ე და 53 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თუმცა, 53 -ე საჯარო სკოლის დირქტორმა ეკა გახარიამ აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
დაჭრის ფაქტს წინ მოსწავლეებს შორის ჩხუბი უძღვოდა.
„ჩვენი სკოლის ახლოს მოხდა ეს ინციდენტი. მშობლებიც ეზოში იყვნენ. როცა ჩხუბის ხმა გავიგეთ ყველანი ეზოში ჩავედით. ერთი დაჭრილი უკვე საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი, მეორეც დაჭრილი იყო. როგორც გავიგე, დანით დაჭრეს. ჩემი სკოლის არცერთი მოსწავლეს ამ ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია. გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად გამოვრიცხავ. როგორც მოსწავლეებისგან გავიგე ჩხუბი 51 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და უცხო პირებს შორის მოხდა. ერთ-ერთი ძალიან მძიმედ იყო“, – აღნიშნა კვირასთან საუბრისას 53 -ე სკოლის დირექტორმა ეკა გახარიამ.

Comments

comments