საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება

საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი შენობის ასაშენებლად პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე არსებული მიწის ფართობი გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობის ასაშენებლად მიწის გამოყოფის თხოვნით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ და მენეჯმენტმა მიმართეს. საპასუხოდ ეკონომიკის სამინისტრომ პირველ არხს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე დაახლოებით ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი შესთავაზა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პირველი არხის შენობა, კონკურსის შედეგად შერჩეული პროექტის მიხედვით, დაახლოებით 3 წელიწადში აშენდება.

კოსტავას ქუჩაზე არსებული ქონების გასხვისების შედეგად მიღებულ თანხას კი პირველი არხი ახალი შენობისა და ტექნიკური გადაიარაღებისთვის გამოიყენებს.

Comments

comments