ის, რომ მიკროავტობუსები ყველგან აჩერებენ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუშავდება გეგმა, რომ თბილისი საცობებისგან გათავისუფლდეს. ამის შესახებ კალაძემ შს მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შემხვედრის შემდეგ განაცახდა.

კახა კალაძის თქმით, შესაძლოა სატვირთო ავტომობილების გადადგილება დღის საათებში გარკვეულწილად შეიზღუდოს.

“დღევანდელი შეხვედრის მიზანი, ზოგადად, საცობების დარეგულირება ქალაქში. ჩვენ შს სამინისტროს გარეშე ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და ფონს ვერ გავალთ. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების გატარება. მერიამ უკვე “თბილსერვისს” დაავალა, რომ უახლოეს მომავალში წარმოადგინოს ნარჩენების გადატანის გეგმა. ასევე, დღეს გვქონდა საუბარი, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომ დღის განმავლობაში არ მოხდეს შემოსვლა ქალაქში, ასევე სატვირთო მანქანები. ყვითელი მიკროავტობუსები, რომ ყველგან აჩერებენ ესეც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, შესაბამისად, დავიწყებთ მუშაობას, გამოყოფილი იქნება კონკრეტული ქუჩები, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე ექნებათ შესაძლებლობა მიკროავტობუსის გაჩერების”,- განაცხადა კალაძემ.

Comments

comments