E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის არგვეთის მონაკვეთის მშენებლობა სრულდება. არგვეთის სატრანსპორტო კვანძი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ არგვეთაში იწყება.
ამ ეტაპზე, რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების, გასავლელების და გზაგამტარის ძირითადი კონსტრუქციების სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 6 924 842 მილიონ ლარს და 2 588 662 ევროს შეადგენს. მშენებლობა 2017 წლის მაისში დაიწყო და ამ წლის ბოლომდე დასრულდება.