იოსებ (სოსო) ბლიაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სამი საფეხური” , რომლის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის იანვარში International Film Festival Rotterdam-ზე შედგა, ორი გერმანული ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმმა ბერლინში InterFilm – 33rd International Short Film Festival-ზე ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა, ხოლო Exground International Short Film Festival-ზე, რომელიც ქალაქ ვისბადენში ჩატარდა, საერთაშორისო კონკურსის სექციაში საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გახდა.
“სამი საფეხური” რამდენიმე დღეში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში “ქართული პანორამა” იქნება წარმოდგენილი, სადაც მას უკვე ქართველი მაყურებელი იხილავს.