„იპოვე შენი ახალი სახე“ – დაიწყო უპრეცედენტო კონკურსი გოგონებისა და ვაჟებისათვის

26 ნოემბრიდან კომპანია „გეორგია მისტერ ვალენტინი“ იწყებს პროექტს – „თქვენი სახე“ , რომლის სლოგანია: „იპოვე შენი ახალი სახე!“
კომპანიის დირექტორი ინგა სიორიძეს კონკურსის დეტალებზე გვესაუბრა.

მისი განცხადებით კონკურსი გოგონებისა და ვაჟებისთვის – „თქვენი სახე“ საქართველოში პირველად ხორციელდება და საინტერესო და მნიშვნელოვანი მისია აკისრია როგორც პროექტში მონაწილეთათვის, ასევე კერძო სტრუქტურებისა და კომპანიების პიარმარკეტოლოგებისთვის.
პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდები, შექმნას მათგან ახალი სახეები და წარუდგინოს კომერციულ სტრუქტურებს, როგორც საიმიჯო, სარეკლამო სახე.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის საორგანიზაციო საბჭო დაკომპლექტებულია კომპეტენტური კადრებით და, დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის, ღიად და გამჭირვალედ შემოგთავაზოთ ნებისმიერ საკითხზე სამოქმედო გეგმის სქემა.
პროექტი იწყება 26 ნოემბერს – როცა მსურველთათვის რეგისტრაციის მიღება უკვე იქნება ნებადართული, https://www.facebook.com/tqvenisaxe/?fref=ts და ის ერთი თვის მანძილზე, ანუ 24 დეკემბრამდე გასტანს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც გოგონებისთვის, ასევე – ვაჟებისთვის. კომპანიის მიერ მათ მიმართ დაწესებულია კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც, რა თქმა უნდა, მოცემული იქნება სარეგისტრაციო ლინკზე.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 24 დეკემბერს შედგება რეგისტრირებულთა შესარჩევი ტური სასტურმო „ვერა ჰაუსში“ და, შერჩევის შემდეგ, პროექტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ 30 სახე – 20 ვაჟი და 10 გოგონა. კონკურსანტებიდან გამომდინარე, შეიძლება ეს ციფრი შეიცვალოს. მათი ტრენინგის პერიოდი კი გასტანს 14 თებერვლამდე.

რაც შეეხება დასკვითი ღონისძიებას, ის 14 თებერვალს, საზეიმო ვითარებაში შოუელემენტებით გაიმართება და კომპეტენტური ჟიური წარმოდგენილ კონკურსატთაგან შეარჩევს 4 გამარჯვებულ ნომინანტს, ანუ 4 ვიცეს და გრან -პრის მფლობელს.
ფინალის დღეს ექსკლუზიურად პირველად საქართველოში ჩამოდის ჯგუფი – King Pwest;
ფინალს გახსნის „ნიჭიერის“ გამარჯვებული ბარბარა სამხარაძე.კონკურსს ეყოლება კომპეტენტური ჟიური. ტოკიოდან ჩამოდის ფლეიბოის წარმატებული მოდელი ევანჯელინა ლი, რომელიც უშუალოდ დაესწრება შერჩევას და, შესაბამისად, ფინალსაც.
მნიშვნელოვანია კომერციული სტრუქტურების ჩართულობა და მხარდაჭერა კონკურსანტების მოსამზადებელ ტრენინგნაწილში,
რადგან პრაქტიკულ სამუშაოებს ისინი სწორედ კერძო სტრუქტურების რეკლამირების ფორმით გაივლიან.
– კითხვაზე,როგორ უნდა მიიღოს დაინტერესებულმა პირმა მონაწილეობა,მისი პასუხი შემდეგია,რომ:
– რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. კონკურსში მონაწილეობის მსურველნი უნდა მობრძანდნენ ოფისში – მოსაშვილის №11 ნომერში (მე-6 სართული, ოთახი 611) და დარეგისტრირდნენ.
რეგისტრაცია იქნება ორი სახის, პირველი, ჩვენთან ოფისში და მეორე, ონლაინრეგისტრაციის საშუალებით დარეგისტრირდეს ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე კონკურსანტად.
უნდა აღვნიშნო, რომ რეგისტრაცია შეძლება ძალიან ბევრმა გაიაროს, მაგრამ რეგისტრაციის შემდეგ, ქასთინგის შედეგად, შეირჩევა 30 კონკურსანტი, რომლებიც გააგრძელებენ კონკურსს.
-არსებობს თუ არა ასაკობრივი ზღვარი და აუცილებელია თუ არა მონაწილეს სამოდელო გამოცდილება ჰქონდეს?
– ჩვენს ფეისბუქგვერდზე მრავალი ადამიანი გვწერს. აინტერესებთ ასაკობრივი ზღვარი. ეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, ვინაიდან მოთხოვნა არ ითვალისწინებს სამოდელო სფეროს, ასაკობრივი ზღვარი 18 წლიდან იწყება და 40 წლამდეა. მრავალ ქვეყანაში ხომ სწორედ 40 წლიდან იწყებენ ადამიანები აქტიურ ცხოვრებას…
კონკურსის სლოგანია: „იპოვე შენი ახალი სახე“. ეს, ერთი მხრივ, არის კონკურსანტებისთვის, რომ ახალი სახეა და, მეორე მხრივ, იმ კომპანიებისთვის, ვინც დაინტერესდება კონკურსით და ჩაერთვება კიდეც.
გვინდოდა, საქართველოში განსხვავებული კონკურსი ჩატარებულიყო, რომელსაც მრავალი სიახლე მოჰყვებოდა და რომელსაც უშუალოდ არ ეყოლებოდა კონკურენტი, თუნდაც იმით, რომ ჩვენთან არ არის აუცილებელი სამოდელო კარიერა, არც გამოცდილება. ამიტომ ვეძებთ ადამიანებს, ვისაც უნდა საკუთარი თავის რეალიზება და აქვს მონაცემები.
ჩვენ არა მარტო კონკურს ვატარებთ, მეორე მხრივ, ვასაქმებთ კონკურსანტებს, გაიმარჯვებს თუ ფინალში გადავა, იქნება ვიცე თუ არა, მასთან მაინც ვაფორმებთ ერთწლიან კონტრაქტს და ერთი წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია შეძლებს, ჩვენი კონკურსანტი შესთავაზოს სხვადასხვა კომპანიას.
თვენახევრის მანძილზე შერჩეული 30 კონკურსანტის ტრენინგები გაიმართება, მათ კვალიფიციური და გამოცდილი კადრები ასწავლიან:
გია ჯაჯანიძე, – პროფესიული ფსიქოლოგია, პიარის ელემენტების რეკლამის წარმოჩინების კრეატივი;
დეფილეს და თანამედროვე ცკვების რეპეტიციებს ატარებს ქორეოგრაფი და ბალეტმეისტერი, ნიორაძის საბალეტო სტუდიის ხელმძღვანელი, მეკო კვაჭანტირაძე,;
ქართული ქორეოგრაფიის ნაწილებს და ლუქს ხელმძღვანელობს დათო ფოცხიშვილი – ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტის „მეტეხის“ მთავარი ქორეოგრაფი და ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „პატარა ვარსკვლავების“ გენერალური დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი;
ფოტოპოზირებას ასწავლის ირანელი ფოტოგრაფი ბენზად ანოშა (bap studio);
კონკურსანტების მასაჟზე, გარუჯვაზე, ვარცხნილობაზე ზრუნავს „სალონი 69“, რომელიც მდებარეობს დიღომში, პირველად საქართველოში მათ აქვთ გარუჯვის აპარატი, რომელიც სამკურნალოც არის.
– შერჩევისას რას მიენიჭება უპირატესობა? და კომპანიებთან ურთიერთობა როგორ წარმოგიდგენიათ?
– ეს არის პირველი კონკურსი, სადაც გამოვლინდება SMS ლიდერი, კომპანია „ბილაინი“ ყველას მიანიჭებს ნომრებს და ერთი თვის მანძილზე ყველას ექნება საშუალება, მხარი დაუჭიროს რჩეულს. ყველა კონკურსანტს ექნება პირადი პროფესიონალური პრომო, რაშიც ქულები იწერება.
ამ პრომოს მიხედვით კონკრეტულად გამარჯვებულს თავისი ადგილი გამოუჩნდება, დაიდება მასთან ხელშეკრულება და პირდაპირ კომპანიის სახე გახდება. მსურველ ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, თავისი სახე კონკურსის დროს გამოავლინოს.
აქ აქცენტი გაკეთდება არა მარტო გარეგნობაზე, არამედ – ინტელექტზეც, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი ორენოვანი განათლება. ზოგადად ამ ადამიანებმა უნდა წარმოაჩინონ ბრენდები და წარმატებული კომპანიები, რომელიც რეკლამის სახით უზრუნველყოფს კომპანიის წინსვლას, პროდუქცია იქნება თუ კონკრეტულად რაღაც ნიშნიდან გამომდინარე.
ვფიქრობთ, სამომავლოდ, უცხოეთზე გავიყვანოთ კონკურსანტები. ამიტომ კონკურსანტს მინიმუმ ინგლისურის ცოდნა მაინც დასჭირდება.
ვფიქრობ, წელს ამ თვალსაზრისით სერიოზული ნაკადი იქნება, რადგანაც დაინტერესდნენ სპორტსმენები, ზოგი ოლიმპიადის ჩემპიონიც კი არის. მეღვინეებს მინდა განვუხადო, რომ მეღვინეებს გაუჩნდებათ სახეები, რომლებიც მათ ღვინოს უკვე ძალიან კარგად წარმოაჩენენ სარეკლამო რგოლის თვალსაზრისით.
კონკურსანტების ტრენინგს რაც შეეხება, ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენი კომპანია უკვე ფიქრობს, რომ ეს იქნება მისი მუდმივი საქმიანობა და ნებისმიერ კომპანიას რეკლამის გაკეთება რომ დასჭირდება, პირდაპირ გადმოამისამართებენ ჩვენთან, ჩვენ უკვე ყველა ადამიანის დოსიე გვექნება და გადავუგზავნით არა მარტო ფოტოვარიანტს, მის მეტყველებს, მოძრაობას და მთლიანი შეკრული მასალა გვექნება ნებისმიერ ჩვენს კონკურსანტზე.
პარალელურად ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს თვითეული კონკურსანტის სამომავლო გეგმებსაც, რაც, ერთი მხრივ, იქნება ჩვენი კომპანიისთვის შემოსავალი და, მეორე მხრივ, იმ ადამიანისთვის, ვინც ჩაერთვება ამ კონკურსში, საინტერესო მიმართულება“.
პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია საინფორმაციო სააგენტო www.geopressnews.ge

Comments

comments