1 ოქრო და 3 ვერცხლი _ ქართველ მოჭიდავეთა წარმატებები პოლონეთში

21-22 ნოემბერს, პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ბერნძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დიდი წარმატებით დაასრულა ასპარეზობა, ქართველმა მოჭიდავეებმა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი პირველობა არავის დაუთმეს.

მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები გელა ბოლქვაძემ (75 კგ), ლაშა გობაძემ (80 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) მოიპოვეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენმა ნაკრებმა ყველას აჯობა და 51 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე რუსეთი გავიდა 50 ქულით, მესამეზე თურქეთი 42.

გუნდური პირველი ადგილისათვის განკუთვნილი თასი კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ჯაბიძემ ჩაიბარა.
მწვრთნელები: ჯემალ ბაკურიძე, ზაზა ჯიბლაძე და ვლადიმერ გეგეშიძე.

Comments

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.